რუსეთმა კურილის არქიპელაგის კუნძულ მატუაზე ბასტიონის ტიპის სარაკეტო სისტემა პირველად გაგზავნა.
კურილის კუნძულებზე კონტროლი იაპონიამ, საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ, მეორე მსოფლიო ომს შემდგომ დაკარგა. ოფიციალური ტოკიო არქიპელაგის სამხრეთი ნაწილის რიგ კუნძულებზე საკუთარი იურისდიქციის აღდგენას ითხოვს.
მატუაზე სარაკეტო სისტემის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
The crews of Bastion coastal missile system of the Pacific Fleet were deployed for the first time and took on duty on the island of Matua https://t.co/VPWaPjsNVl#MinistryOfDefence #MOD pic.twitter.com/NwsZy5OkfI
— Минобороны России (@mod_russia) December 2, 2021
„კურილის არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში, კუნძულ მატუაზე სამხედრო მოსამსახურეები 24 საათის განმავლობაში დააკვირდებიან საზღვაო აკვატორიასა და სრუტეებს.
პერსონალმა დაიწყო საკუთარი მოვალოებისა და დაგეგმილი საბრძოლო სწავლებების შესრულება“, – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბასტიონის სარაკეტო სისტემა რუსეთში 2010 წელს შეიქმნა, ხოლო 2015 წლიდან თავდაცვის ძალების შემადგენლობაშია.
რაკეტების საბრძოლო რადიუსი სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ 450 კილომეტრს, ხოლო საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ – 350 კილომეტრს შეადგენს.