ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფეისბუკზე “ხელისუფლების შეურაცხყოფის” ბრალდებით აფხაზეთში ორი მოქალაქე დააკავეს

3 დეკემბერი, 2021 • 1235
ფეისბუკზე “ხელისუფლების შეურაცხყოფის” ბრალდებით აფხაზეთში ორი მოქალაქე დააკავეს

აფხაზეთში ადგილობრივი ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მისამართით, ფსევდონიმებით მოსაზრებების გამოთქმის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს [პროკურატურამ მათი სახელები გაასაჯაროვა].

სოხუმის პროკურატურამ მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლის მეორე ნაწილით [“ხელისუფლების შეურაცხყოფას”] დაიწყო.

ოფიციალური ვერსიით, ორივე მოქალაქე “ფეისბუკზე ფსევდონიმით ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, პრემიერ-მინისტრ ალექსანდ ანქვაბის, შს ხელმძღვანელობის, დეპუტატებისა და სხვა თანამდებობის პირების პატივსა და ღირსებას, ასევე მისი პროფესიულ რეპუტაციას შეურაცხყოფდა.

“ეხოკავკაზას”ინფორმაციით, მაგალითად, ერთ-ერთ ფეისბუკ პოსტზე, ბჟანიას შესახებ დაწერეს- “ეს მანიაკი სააკაშვილზე უარესი აღმოჩნდა”.

ლოლიტა ხალვაში, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულია და რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, ორგანიზაცია “აიდგილარას” გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ არასოდეს ყოფილა სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული. ასევე, ის ჰყვება ბინის ჩხრეკის პროცესის შესახებ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი