ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანიამ დე ფაქტო შსს მინისტრი სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად დანიშნა

2 დეკემბერი, 2021 • 1582
ბჟანიამ დე ფაქტო შსს მინისტრი სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად დანიშნა

აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი, დიმიტრი დბარი, რომლის თანამდებობიდან გადაყენებას ადგილობრივი ოპოზიცია უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მოითხოვდა, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პოსტიდან დაითხოვა, თუმცა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად დანიშნა და პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა.

მის გადადგომას ოპოზიცია მოითხოვდა, რადგან ოპოზიციის მტკიცებით, შს მინისტრის ბრძანებით სცემეს “აფხაზურ საზოგადოებაში პატივსაცემი ადამიანები” – ქართულ-აფხაზური ომის სწრაფი რეაგირების დანაყოფის ვეტერანები.

30 სექტემბერს, როდესაც აფხაზეთში აღნიშნავდნენ აფხაზეთის გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს, პალამენტარმა გარი კოკაიამ სოხუმის ცენტრში ცეცხლასროლი იარაღიდან ჰაერში გასროლა დაიწყო, მილიცია შეეცადა, მისთვის იარაღი წაერთმია. მას გამოესარჩლნენ სხვა პირები. საბოლოოდ, მილიციასა და მათ შორის ჩხუბი დაიწყო. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სწრაფი რეაგირების სპეციალური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე დადინ ჩაჩხალია კი საბოლოოდ სასამართლოს წინაშე აღმოჩნდნენ. თავად მინისტრი მაშინ პასუხისმგებლობას გადაურჩა, რის გამოც ოპოზიცია საბოლოოდ დაუპირისპირდა ბჟანიას და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სახალხო ყრილობა დააანონსა, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამართულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი