ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლტოლვილთა დანიის საბჭომ გალში სკოლა გაარემონტა

2 დეკემბერი, 2021 • 1069
ლტოლვილთა დანიის საბჭომ გალში სკოლა გაარემონტა

ლტოლვილთა დანიის საბჭომ (DRC) გალის მე-2-ე საჯარო სკოლის შენობაში საკლასო ოთახები გაარემონტა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

სკოლის ორსართულიანი შენობა, რომელიც რემონტს საჭიროებდა, ისტორიულ ძეგლის სტატუსს ატარებს. სკოლაში სწავლას 400-ზე მეტი მოსწავლე გააგრძელებს.

სარემონტო სამუშაობები, ოფიციალური ცნობითვე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გარდა ამისა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აღადგინეს გუდაუთის სოფელ ბომბორას სასკოლო სასადილო და აღუჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

სარემონტო სამუშაოები 21 საკლასო ოთახსა და სააქტო დარბაზში 17 თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისი აფხაზეთში მრავალი წლის განმავლობაში სასკოლო სასადილოების აღდგენისა და აღჭურვის პროექტებს ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი