ახალი ამბებირეკლამა

როგორ მართავენ ქართველი ინჟინრები თანამედროვე ჰესს [ვიდეო]

30 ნოემბერი, 2021 • 1426
როგორ მართავენ ქართველი ინჟინრები თანამედროვე ჰესს [ვიდეო]

„შუახევიჰესზე“ სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება. თუმცა ეს პირობითი დროა, რადგან ოპერატორები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს ელექტროსისტემას მიაწოდონ უსაფრთხო და სტაბილური ენერგია. ჰესზე დასაქმებული ზოგიერთი თანამშრომელი ბათუმიდან ამოდის, დანარჩენი ადგილობრივი, შუახევის მცხოვრებია.

„შუახევიჰესი“ არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, რომელსაც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები აფინანსებენ.  ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა წარმოადგენდე ძალიან მაღალ ხარისხს როგორც მშენებლობის დროს ტექნიკური, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მხრივ, ასევე ოპერირების დროს ამ სტანდარტის შენარცუნება გიწევს და ეს არის მუდმივი, 24-საათიანი მუშაობა სტანდარტის გაუმჯობესებაზე ყველა მიმართულებით.

„შუახევიჰესის“ ოპერირებაში შესვლა ამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ქვეყნის დამოკიდებულებას, ზრდის შიდა წარმოებას და რაც ყველაზე მთავარია, ეხმარება ქვეყანას ენერგოუსაფრთხოებისკენ სვლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი