თბილისში, ვარკეთილში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. შემთხვევა 30 ნოემბრის ღამით მოხდა.
დაღუპულია 30 წლამდე კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით იძიებს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტოავარია ვარკეთილში. ფოტოები: Facebook/Niazi Niazi, Beka Nozadze