ახალი ამბები

65 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა – 1 დეკემბერი

1 დეკემბერი, 2021 • 1246
65 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა – 1 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 65 ადამიანი.

ამავე პერიოდში 3 957 გამოჯანმრთელდა, ჩატარდა 51 321 ტესტირება.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.65%.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 11 999 აცრა.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 740
  • აჭარა – 186
  • იმერეთი – 843
  • ქვემო ქართლი – 257
  • შიდა ქართლი – 349
  • გურია – 136
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 358
  • კახეთი – 260
  • მცხეთა – მთიანეთი – 128
  • სამცხე -ჯავახეთი – 171
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31

საქართველოში სულ დაფიქსირდა კორონავირუსის 850 102 შემთხვევა, რომელთაგან  792 158 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 119 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი