ახალი ამბები

დეპუტატი NGO-ების “ჩარჩოებში ჩასასმელად” კანონის მიღებას ითხოვს

30 ნოემბერი, 2021 •
დეპუტატი NGO-ების “ჩარჩოებში ჩასასმელად” კანონის მიღებას ითხოვს

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია ხელისუფლებას ისეთი კანონის მიღებისკენ მოუწოდებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს „ჩარჩოებში ჩასვამს“. ამის შესახებ მან დღეს, 30 ნოემბერს, პარლამენტის სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

ინჯიას თქმით, „ხელისუფლება თავის სიმაღლეზე უნდა დადგეს“ და „დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის“ შესაძლებლობა არ მისცეს.

„ამ დღეებში გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც იცავს მკვლელებს, მოძალადეებს, მწამებლებს, ხაზინის ქურდებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს სიას და აღმოაჩენს იმას, რომ ნახევარზე მეტი იქ ხელისმომწერი არის საჯარო სამსახურში და მას ხელფასს სახელმწიფო უხდის იმისათვის, რომ ეს სახელმწიფო დაანგრიოს, მეორე ნაწილი კი არის ის არასამთავრობოები, რომლებიც გარედან იკვებებიან. დროა, ხელისუფლებამ ამ მხრივ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც ის რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს“, – განაცხადა ინჯიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი