ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მნიშვნელოვანია რუსეთის როლი” – ალიევი სომხეთთან ურთიერთობების დალაგებაზე

29 ნოემბერი, 2021 • 949
“მნიშვნელოვანია რუსეთის როლი” – ალიევი სომხეთთან ურთიერთობების დალაგებაზე

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან 26 ნოემბერს, სოჭში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთის პოზიტიურ როლზე ისაუბრა.

“ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ რუსეთის როლს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში და ამის შესახებ მე შეხვედრის დროსაც ვთქვი, და ის ერთობლივი განცხადება, რომელიც მიღებული იყო მხარეების მიერ, ზუსტად ამაზე მიუთითებს: სატრანსპორტო გზების განბლოკვა, დელიმიტაციის კომისიის სამუშაოს მოსამზადებლად ნაბიჯები”, – განაცხადა ალიევმა.

პუტინის მიერ ორგანიზებული სამმხრივი შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა ასევე სომხეთის პრემიერმაც.

“ჩვენ ძალიან პოზიტიური საუბრი გვქონდა. აღმოჩნდა, რომ გარკეულ საკითხებში ჩვენი პოზიციები ემთხვევა”, – ამბობს ფაშინიანი.

სოჭში მიღებული სამმხრივი დოკუმენტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია შეიქმნას უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც საზღვარზე დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების დასაწყებას ხელს შეუწყობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი