ახალი ამბები

სააკაშვილის სასამართლო პირდაპირ ეთერში გადაიცემა

29 ნოემბერი, 2021 •
სააკაშვილის სასამართლო პირდაპირ ეთერში გადაიცემა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა 5-წუთიანი ტექნუკური შესვენება, რა დროსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვადასხვა ტელევიზიებს გაუზიარებს სასამართლოდან მომავალ პირდაპირ საეთერო სიგნალს.

დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება 7 ნოემბრის საქმეზე. სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც სთხოვა მის მხარდამჭერებს, სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაემართათ.

სსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი