ახალი ამბები

მე ყველას ვთხოვე, ორი კვირა მაცალონ — სააკაშვილის ექიმი

26 ნოემბერი, 2021 • 1231
მე ყველას ვთხოვე, ორი კვირა მაცალონ — სააკაშვილის ექიმი

მიხეილ სააკაშვილის ექიმი და კონსილიუმის წევრი ელენე გიორგაძე ამბობს, რომ დღეს სააკაშვილი ანერვიულებული დახვდა.

გიორგაძე ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ შეხვედრისას სააკაშვილი იყო „განრისხებული და გაბრაზებული“.

„ეს უკვე არ ვიცი, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რატომ… მაგრამ პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ ტელევიზორით თუ სხვა.. ეს ჩემი პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, მე როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები იმიტომ, რომ ყველას ვთხოვე — მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წევრებსაც, ორი კვირა მაცალეთ, რა.

ჩვენ ვთხოვეთ, რომ სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს. რაც ამ ადამიანზე ლაპარაკობენ, ყველაფერი ახსოვს, არაფერი ავიწყდება, რაც ამ ადამიანს ინტელექტი და ანალიტიკური ტვინი ჰქონდა, ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ არსებობს კიდევ ჯანმრთელობა — მენტალური. ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი შევლენ ერთად და მერე მოვისმენთ მათ დასკვნას“, — დასძენს ექიმი.

მთავარი ფოტო: „ფორმულა“


მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი