ახალი ამბები

ძალიან მაწუხებს, როდესაც მოსამართლეებზე გადის კლიპი „კლავს“ — მოსამართლე სანდოძე

26 ნოემბერი, 2021 • 1395
ძალიან მაწუხებს, როდესაც მოსამართლეებზე გადის კლიპი „კლავს“ — მოსამართლე სანდოძე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ნინო სანდოძე აცხადებს, რომ მას აწუხებს “მთავარი არხის” ეთერში მოსამართლეებზე გასული კლიპები “კლავს”.

მისი თქმით, მსგავსი კლიპები საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ბავშვებში, მოსამართლეებზე წარმოდგენას ქმნის, რომ “ზოგადად, მოსამართლე კლავს”.

ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას ისაუბრა.

“ძალიან მაწუხებს, როდესაც კლიპი გადის მოსამართლეებზე „კლავს“. თქვენ თუ დაინტერესდებით ადვოკატების მიერ გამოთქმული მოსაზრებებით სოციალურ ქსელში, როგორ მოიხსენიებენ ამ მოსამართლეებს, რომ მათ მიიღეს ობიექტური გადაწყვეტილება, რომ მათთან სამართალი ნახეს. საქმე იმ სამ მოსამართლეს ეხება. როდის გახდა ეს სამი მოსამართლე აქტუალური? ფაქტობრივად, მანამდე მათი გვარები საზოგადოებისთვის და ტელევიზიით ცნობილი არ იყო, მხარეებისთვის ეს ცნობადი იყო.

ჩემი ხედვით, ეს მოცემულობა რამდენიმე წელი რომ გაგრძელდეს და ასე ცხადდება, რომ „მოსამართლე კლავს“, ბავშვი, რომელიც ათი წლისაა და 4 წლის შემდეგ იქნება 14 წლის, დამერწმუნეთ, ეცოდინება, რომ, ზოგადად, მოსამართლე კლავს, როდესაც ეს ინფორმაცია მუდმივად დაილექება“, — განაცხადა ნინო სანდოძემ.

“მთავარი არხის” ეთერში ტრიალებდა კლიპი, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი სამი მოსამართლე ჩანს და მათ სახელებთან ერთად ისმის სიტყვა „კლავს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი