ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობას 2012-მდე ხელები ჰქონდა შეკრული — მოსამართლე

26 ნოემბერი, 2021 • 839
სასამართლოს დამოუკიდებლობას 2012-მდე ხელები ჰქონდა შეკრული — მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ნინო სანდოძე მიჩნევს, რომ 2012 წლამდე სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას “გარკვეულწილად ხელები ჰქონდა შეკრული”.

ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას დღეს, 26 ნოემბერს ისაუბრა.

იურისტმა კახა წიქარიშვილმა სანდოძეს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ 2012 წლამდე იყო სასამართლო დამოუკიდებელი და იცავდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს.

“პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით არ ვიმსჯელებ. რაც შეეხება ნეიტრალობას, ის საპროცესო კოდექსი, რომელიც 2010 წლამდე მოქმედებდა, ამის საშუალებას მოსამართლეს არ აძლევდა გამომდინარე იქიდან, რომ მე-14 მუხლი ავალდებულებდა მოსამართლეს, ემოქმედა საჯარო ინტერესის შესაბამისად, დაედგინა დანაშაულის ფაქტი და გამოევლინა დამნაშავე პირი. ზოგადად, სისხლის სამართლის პროცესი მიმართული იყო იქითკენ, რომ მოსამართლეს ჰქონდა ვალდებულება დაედგინა, იყო თუ არა დანაშაული.

2012 წლამდე სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, რაც გამომდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობიდან, გარკვეულწილად ხელები ჰქონდა შეკრული”, – განაცხადა სანდოძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი