ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ვებ-გვერდების დაბლოკვის სიკითხზე ევროსასამართლომ განხილვა დაიწყო

24 ნოემბერი, 2021 • 1415
აზერბაიჯანში ვებ-გვერდების დაბლოკვის სიკითხზე ევროსასამართლომ განხილვა დაიწყო

meydan.tv-ს ცნობით, აზერბაიჯანში ხელისუფლების მიმართ ოთხი კრიტიკული მედიაგამოცემის ვებ-გვერდების დაბლოკვის სიკითხზე ევროსასამართლომ განხილვა დაიწყო.

საუბარია “რადიო თავისუფლებაზე – azadliq.org, anaxeber.az, 24saat.org და xural.com. -ზე, რომელთა საქმიანობა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, “ეროვნული ინტერესების”, “ტერიტორიული მთლიანობისა” და “საზოგდოებრივი წესრიგის” დაცვის მოტივით 2017 წელს შეზღუდა.

მოსარჩელე მხარე ევროპული სასამართლოსგან ითხოვს “გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის” აღიარებას.

საქმესთან დაკავშირებით,სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას კითხვები გაუგზავნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი