ახალი ამბები

თბილისში მშენებლობის საძირკველში ცხვარი დაკლეს

24 ნოემბერი, 2021 • 32281
თბილისში მშენებლობის საძირკველში ცხვარი დაკლეს

თბილისში, მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის საძირკველში ცხვარი დაკლეს.

ვიდეო თავდაპირველად გავრცელდა ცხოველების უფლებადამცველთა ღია ჯგუფში, „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“. ვიდეოში ჩანს, რომ მუშები მშენებლობის საძირკველში ცხოველს ჯერ კლავენ, შემდეგ კი სამშენებლო ტერიტორიის მიღმა გააქვთ.

დიღომში მშენებლობის საძირკველში ცხვარი მოკლეს. ფოტო: სქრინი ზურა მუჯირის ვიდეოდან

საუბარია საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ალმასის“ მშენებლობაზე. ნეტგაზეთი დაუკავშირდა მშენებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ კომპანიამ არ იცოდა მომხდარის შესახებ და არანაირი შემხებლობა მომხდართან არ აქვს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია დაიწყებს შიდა მოკვლევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი