ახალი ამბები

პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

24 ნოემბერი, 2021 •
პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.

უწყების თქმით, დაკავებულმა კონფლიქტის დროს მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა:

„დ.მ-სა და გ.ლ-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ-მ მეგობარი – დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ლ. საგარეჯოში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში ბრალი ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს, სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი