ახალი ამბები

კვირის ბოლოს გაგაცნობთ კონკრეტულ გეგმას – მელია

23 ნოემბერი, 2021 • 1090
კვირის ბოლოს გაგაცნობთ კონკრეტულ გეგმას – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ კვირის ბოლოს საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს.

დღეს ენმ-ის ორგანიზებით რუსთაველისა და თავისუფლების გამზირზე ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა.

აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ნიკა მელიამ, რომელმაც თავდაპირველად ისაუბრა „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებზე, შემდეგ კი თქვა, რომ საზოგადოების ყველა წევრს უნდა ესმოდეს, თუ რატომ ითხოვს ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს.

 

„ჩვენ, პოლიტიკოსებს, ახლა გვმართებს მუშაობა. ძალიან აქტიური მუშაობა და კვირის ბოლოს მე, მეგობრებთან ერთად… ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებთ და საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი გაწერილი, მისხალ-მისხალ გეგმა – სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს.

ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება, თქვენც, მეც და ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა.. ეს მოხდება აუცილებლად უახლოეს მომავალში, მაგრამ წუწუნი იმაზე, რატომ არ მოხდა ეს გუშინ, არ წაადგება საქმეს ხვალ და ზეგ“, – თქვა მელიამ.

დღეს თბილისში „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა. მოქალაქეები თავისუფლებისა და რუსთაველის გამზირზე „ცოცხალ ჯაჭვში“ დადგნენ.

18 წელი ვარდების რევოლუციიდან – თბილისში ცოცხალი ჯაჭვის აქცია იმართება[LIVE]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი