სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სოჭის რეზიდენციაში 26 ნოემბერს შეხვდებიან.
სამმხრივი შეხვედრა, ოფიციალური ცნობით, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართება.
ოფიციალური ინფორმაციითვე, შეხვედრაზე განიხილება რეგიონის უსაფრთხოებისა და ახალი სატრანსპორტო და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის საკითხები.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანი და ალიევი ბრიუსელში 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გეგმავენ შეხვედრას.
სომხურმა მედიამ დღესვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერევანმა მოსკოვს თხოვნით მიმართა, შუამავლობა გაუწიოს სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების დალაგების საკითხში.