ახალი ამბები

ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება – ილია მეორე

23 ნოემბერი, 2021 •
ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება – ილია მეორე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე წირვისას ამბობს, რომ მას, ვისაც არ შეუძლია სინანული, არ შეუძლია გამოსწორება.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნაავს. ამ დღესთან დაკავშირებით ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა, რა დროსაც თქვა:

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ასწორებს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა. ღმერთი ხედავს, როცა კაცი ნანობს და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენ წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა“,- განაცხადა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი