ახალი ამბები

ვისკონსინში საშობაო მსვლელობას ავტომობილი შეეჯახა, გარდაიცვალა 5 პირი

22 ნოემბერი, 2021 • 786
ვისკონსინში საშობაო მსვლელობას ავტომობილი შეეჯახა, გარდაიცვალა 5 პირი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკში, საშობაო მსვლელობას სპორტული ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავდა 40-ზე მეტი.

ამერიკული საინფორმაციო საშუალების, CBS News-ის თანახმად, წყარომ სამართალდამცავი ორგანოდან განუცხადა, რომ დამნაშავე, სავარაუდოდ, სხვა დანაშაულის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც საშობაო მსვლელობას შეეჯახა.

წყაროს თანახმად, ჯერჯერობით არ იკვეთება ტერორისტული განზრახვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი