საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 76 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5 772 პირი, ჩატარდა 34 361 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.01%.

ბოლო 24 საათში საქართველოში პირველი ან მეორე დოზით აიცრა 4 638 ადამიანი, სულ ერთხელ ან ორჯერადად აცრილია 2 095 168.

გამოვლენილი ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 415
  • აჭარა – 106
  • იმერეთი – 621
  • ქვემო ქართლი – 173
  • შიდა ქართლი – 242
  • გურია – 95
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 260
  • კახეთი – 253
  • მცხეთა – მთიანეთი – 85
  • სამცხე – ჯავახეთი – 83
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24

სულ საქართველოში კორონავირუსის 812 246 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 749 699 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 498 გარდაიცვალა.