ახალი ამბები

იმედი მაქვს, პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა გამოყენებული იქნება – ჰარცელი

20 ნოემბერი, 2021 •
იმედი მაქვს, პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა გამოყენებული იქნება – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.

„მივესალმები გუშინდელ მოქმედებებს, რომლითაც ყურადღება მიექცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზულ მდგომარეობას, ასევე, ელენე ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის შეწყვეტას“, – წერს ელჩი ტვიტერზე.

„იმედი მაქვს, გამოყენებული იქნება შესაძლებლობა, რომ პროგრესს მივაღწიოთ. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო რჩევები და სამართლიანი სასამართლო პროცესი მნიშვნელოვნად რჩება“, – აცხადებს იგი.

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 1-ლი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამის საათებში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი