ახალი ამბები

სახელმწიფოს შეძენილი გრიპის ვაქცინით აცრა ყველასთვის უფასო იქნება – გამყრელიძე

20 ნოემბერი, 2021 • 1262
სახელმწიფოს შეძენილი გრიპის ვაქცინით აცრა ყველასთვის უფასო იქნება – გამყრელიძე

NCDC-ის ხელმძრვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის ვაქცინით აცრა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.

გამყრელიძის თქმითვე, წელს სახელმწიფომ 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც არის ფრანგული წარმოების.

„პირველ რიგში ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე, ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები, დიალეზზე მყოფები, ჰეპატიტით ინფიცირებულები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა. შ.“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

გამყრელიძის თქმით, სასურველია, 15 დეკემბრამდე ყველა აიცრას. მისი თქმით, ამ ეტაპზე 90 000 ადამიანია აცრილი.

მისი თქმითვე, 21 ნოემბერს გამოქვეყნდება ბრძანება, რომლითაც გაფართოვდება ვაქცინის მიმღებდა რაოდენობა:

„ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება ბრძანება, რომ ყველას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფებს, არამედ ყველას შეეძლოს, ჩაიტაროს აცრა“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი