ახალი ამბები

აშშ-მა საქართველოს $300 000-ზე მეტის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

20 ნოემბერი, 2021 • 985
აშშ-მა საქართველოს $300 000-ზე მეტის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

შეერთებული შტატების საელჩო იუწყება, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაახლობით 310 000 აშშ დოლარის ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

საელჩოს თანახმად, აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა და მოიცავდა შემდეგს:

  • 2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
  • 20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
  • 100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
  • 130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
  • 220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი