ახალი ამბები

უკრაინელი იუთუბერი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

19 ნოემბერი, 2021 • 1859
უკრაინელი იუთუბერი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

უკრაინელი იუთუბერი პაველ (პაშა) კაშჩუკი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

კაშჩუკი, რომელიც უკრაინაში მანქანის ტესტ-დრაივებს აკეთებს, ამბობს, რომ საქართველოში 3 დღით მოდიოდა დასასვენებლად, თუმცა უკან, კიევში დაბრუნება მოუხდა, რადგან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.

კაშჩუკი აცხადებს, რომ პრეტენზია აქვს უკრაინის საგარეო უწყებასთან და საქართველოს, ანუ იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომლის სტუმართმოყვარეობაც სამაგლითოდ მიაჩნდა. მომხდარის მიზეზთაან დაკავშირებით შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი