სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ “მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე, მაღალი ალბათობით, ლეტალურ შედეგს გამოიწვევს.
“ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დასთანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩიებში”, — წერს სახალხო დამცველი.
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 50-ე დღეა შიმშილობს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
ვთავაზობთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას – რატი ბრეგაძე სააკაშვილზე