ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

16 ნოემბრის შეტაკებებში დაიღუპა 6 სომეხი ჯარისკაცი – ერევანი

19 ნოემბერი, 2021 • 1340
16 ნოემბრის შეტაკებებში დაიღუპა 6 სომეხი ჯარისკაცი – ერევანი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 16 ნოემბერს, აზერბაიჯანთან სასაზღვრო შეტაკებების დროს, ამჟამინდელი მონაცემებით დაიღუპა 6 სომეხი ჯარისკაცი.

სამინისტროს განცხადებით, რუსული მხარის ჩართულობით მიმდინარეობს დატყვევებული და დაკარგული ჯარისკაცების განთავისუფლებისა და მოძიების სამუშაოები.

თავდაპირველი ინფორმაციით, რომელიც სომხურმა მხარემ გაავრცელა, 16 ნოემბრის ბრძოლების შედეგად დაღუპული იყო ერთი სომეხი ჯარისკაცი, 13 აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ტყვეობაში, ხოლო კიდევ 24 ჯარისკაცი ჩაითვალა დაკარგულად.

ოფიციალური ბაქოს მიხედვით, ბრძოლების შედეგად დაიღუპა 7 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

გამოყენებული შეიარაღების, მხარეთა შორის გარდაცვლილთა და კონფლიქტის გეოგრაფიულად განფენილობის გათვალისწინებით, 16 ნოემბრის ბრძოლები ორ ქვეყანას შორის ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა 2020 წელს მომხდარი მთიანი ყარაბაღი მეორე ომის შემდეგ.

შეტაკებების შესახებ გაიგეთ ნეტგაზეთის მასალიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი