ახალი ამბები

„გადაიყვანეთ“ – „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას მართავს

18 ნოემბერი, 2021 • 797
„გადაიყვანეთ“ – „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას მართავს

მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

18 ნოემბერს, ხუთშაბათ საღამოს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა, გონება დაკარგა და ის საკაცით აიყვანეს რეანიმაციაში.

ნიკა გვარამიას თქმით, ამჟამად ის კონტაქტურია და უკეთაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი