ახალი ამბები

ვიკრიბებით პარასკევს რესპუბლიკის მოედანზე, ჩაიცვით თბილად – მელია

18 ნოემბერი, 2021 • 2428
ვიკრიბებით პარასკევს რესპუბლიკის მოედანზე, ჩაიცვით თბილად – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარასკევს, 19 ნოემბერს, თბილისში სამ ადგილას მსვლელობა უქმდება და გაიმართება ერთობლივი აქცია სამ საათზე რესპუბლიკის მოედანზე.

„საჭიროა სრული მობილიზაცია და სრული ერთობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე დაგეგმილ მსვლელობას ვაუქმებთ და ხვალ ყველანი … ვიკრიბებით სამ საათზე რესპუბლიკის მოედაზე“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, კონკრეტულ გეგმას ხვალ გააცნობენ საზოგადოებას.

„ჩაიცვით თბილად“, – მოუწოდა მელიამ მხარდამჭერებს.


ადვოკატების თანახმად, 18 ნოემბერს, ხუთშაბათ საღამოს, მათი ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილი წაიქცა, გონება დაკარგა და ის საკაცით აიყვანეს რეანიმაციაში.

ნიკა გვარამიას თქმით, ამჟამად ის კონტაქტურია და უკეთაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი