ახალი ამბები

12 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს

18 ნოემბერი, 2021 • 1900
12 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს

სამეგრელოში 12 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ორი დღის წინ დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წელს მიუღწეველი მოზარდის გაუპატიურებას გულისხმობს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებით, უწყება ჩართულია შემთხვევაზე მუშაობის პროცესში. როგორც სააგენტოში ამბობენ, მათმა წარმომადგენელმა ბავშვს გაუწია საპროცესო წარმომადგენლობა, ასევე ჩართულია და შემთხვევაზე მუშაობს ფსიქოლოგი:

„სააგენტო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აგრძელებს მუშაობს და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმება შემდგომი ინტერვენცია“, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი