ახალი ამბები

77 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა – 18 ნოემბერი

18 ნოემბერი, 2021 • 921
77 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა – 18 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 446 ახალი შემთხვევა.

ამავე პერიოდში  გამოჯანმრთელდა 5 320 ადამიანი, ჩატარდა 50 026 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობას, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,89%-ია, ბოლო 14 დღის – 9,77%, ბოლო 7 დღის – 9,11%.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 800 293 შემთხვევა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 737 316, გარდაიცვალა 11 289 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი