ახალი ამბებიხელოვნება

გარდაიცვალა მხატვარი ლევან ცუცქირიძე

17 ნოემბერი, 2021 • 2773
გარდაიცვალა მხატვარი ლევან ცუცქირიძე

გარდაიცვალა ცნობილი თანამედროვე მხატვარი ლევან ცუცქირიძე. ინფორმაციას ამის შესახებ სახვითი ხელოვნების მუზეუმი ავრცელებს.

ლევან ცუცქირიძე 95 წლის ის იყო.

საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ლევან ცუცქირიძე წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, მათ შორის, სამხატვრო აკადემიაში. არის ილუსტრატორი წიგნებისა: “ვეფხისტყაოსანი”, “შუშანიკის წამება”, “სადღეგრძელო” (გრ. ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას 5 პოემა, “ფაუსტი”(გოეთე) და სხვ.

მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოებითაა გაფორმებული თბომავალი “შოთა რუსთაველი” და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობა. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ “არსი” 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული “წმინდა ოთხთავი”. მისი პირველი  პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში 1959 წელს. ამის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ კერძო კოლექციაში. ის იყო ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი.

ლევან ცუცქირიძის ნამუშევრების მცირე ნაწილის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი