ახალი ამბებირეკლამასაზოგადოება

სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმი

17 ნოემბერი, 2021 • 1155
სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმი

თუ ხარ სოციალური მეწარმე, სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ან უბრალოდ თემით დაინტერესებული პირი, მაშინ ეს სტატიაა შენთვისაა.

სოციალური მეწარმეობის რიგით მე-10 ფორუმის გამართვამდე სულ ცოტა დრო რჩება. ღონისძიება სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, 18 ნოემბერს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება. ფორუმის ფორმატი ჰიბრიდულია, რაც მასში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველისთვის, უფრო ამარტივებს.

https://bit.ly/3mS4Pf4 – რეგისტრაციას აღნიშნული ბმულიდან მარტივად შეძლებთ.

რას უნდა ელოდოთ ფორუმზე?

აღნიშნული ფორუმი სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც სოციალურ მეწარმეობაში ამინდს ქმნის. ამ დღეს თავს იყრიან სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები. ფორუმის მიზანი კი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ხელშემწყობი ეკოსისტემის ჩამოყალიბებაა.

ღონისძიების თემატური ფოკუსია:

  • როგორ და რატომ გავზომოთ სოციალური გავლენა?
  • სოციალური საწარმოებისა და ტრადიციული ბიზნესების თანამშრომლობა

წლის სოციალური საწარმო 2021

ღონისძიების კულმინაციური მომენტია წლის სოციალური საწარმოს გამოვლენა. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტი სოციალური საწარმოები პოტერია, მეგობარი და დადარი გახდნენ.  გამარჯვებული 18 ნოემბერს გამოვლინდება და  ,,წლის სოციალური საწარმო 2021-ის“ სტატუსთან ერთად მიიღებს  ფულად ჯილდოს საწარმოს განვითარებისთვის.

ფორუმის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, BDO საქართველო, არქი, სოკარი, ბოდიშოპი, ეიჩესი ჯგუფი, ბიზნესპარტნიორი, MAC Georgia, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ფორუმის მუდმივი მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.


სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო, როგორც ასოცირებული პარტნიორი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი