ახალი ამბები

16 ნოემბერს ენმ ავტოკოლონებით 3 ადგილიდან გეგმავს საპროტესტო მსვლელობას

15 ნოემბერი, 2021 • 1352
16 ნოემბერს ენმ ავტოკოლონებით 3 ადგილიდან გეგმავს საპროტესტო მსვლელობას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 16 ნოემბერს, 14:00 საათზე ავტოკოლონებით მსვლელობას გეგმავს.

ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ხვალ გაიმართება აქცია/მსვლელობა ავტოკოლონებით, შეკრების ადგილი იქნება სამი: 14:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, შევიკრიბებით ასევე აღმაშენებლის ხეივანზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან, ეს ლოკაცია ნომერი ორი, და მესამე ლოკაცია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი კახეთის გზატკეცილზე. რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ, ევროკავშირის დროშებით, საქართველოს დროშებით, სიგნალებით გავაპროტესტოთ რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე“, – თქვა მელიამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და თქვა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება.


დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს, რომელიც მეტრო ავლაბართან დაიწყო და პრეზიდენტის რეზიდენციასთან დასრულდა.

ნახეთ ნეტგაზეთის ფოტორეპორტაჟი აქციიდან:

ენმ-ის მსვლელობა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი