ახალი ამბები

მხარს ვუჭერთ ლომჯარიასა და მისი აპარატის საქმიანობას – ევროპარლამენტარები

15 ნოემბერი, 2021 • 1261
მხარს ვუჭერთ ლომჯარიასა და მისი აპარატის საქმიანობას – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მხარდაჭერას უცხადებენ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

„ჩვენ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას, რომელსაც აკისრია გადამწყვეტი როლი საქართველოს საზოგადოებაში. ნინო ლომჯარია და მისი აპარატი იმსახურებენ შექებას თავიანთი შრომისთვის, ხოლო თავდასხმები მათ საქმიანობაზე ყოველთვის არის შეშფოთების საგანი, მიუხედავად იმისა, ვინ არის მათი ავტორი.

ჩვენ ჩავინიშნეთ ნინო ლომჯარიას განცხადებები, რომლებიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ღირსების დაცვის, უსაფრთხოებისა და სამართლიანი სასამართლოს, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე. რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ თვალს ვადევნებთ მიმდინარე პროცესებს და გვაქვს მოლოდინი, რომ მისი უფლებები დაცული იქნება“, – წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ მისი დანიშვნიდან დღემდე ლომჯარია არ ზოგავს ძალისხმევას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ხელს უწყობს კარგ მმართველობასა და კანონის უზენაესობას საქართველოში.

„სწორედ ეს პრინციპები არის ასოცირების ხელშეკრულების საფუძველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის და, ამავდროულად, ეს ის სფეროა, რომელზეც ჯერ კიდევ საჭიროა მუშაობა, გასაკუთრებთ კი ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია წერილში.

მარინა კალიურადი და სვენ მიქსერი აცხადებენ, რომ ლომჯარიას და მის კოლეგებს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს ევროპულ კურსის შენარჩუნებაში. მათ ასევე ნდობას უცხადებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

„ეჭვგარეშეა, რომ მათ უნდა აქებდნენ და არა – აკრიტიკებდნენ, საქართველოს დემოკრატიული მომავლის მიმართ მათი ერთგულებისთვის.“

მასალების გადაბეჭდვის წესი