ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა სომხეთის თავდაცვის მინისტრი დაითხოვა

15 ნოემბერი, 2021 •
ფაშინიანმა სომხეთის თავდაცვის მინისტრი დაითხოვა

სომხეთის თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან დაითხოვა. ამის შესახებ მან დღეს, 15 ნოემბერს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ოფიციალური ცნობითვე, თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს სურენ პაპიკიანი.

ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილება უკავშირდება უკანასკნელ დღეებში სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ერთ-ერთ აღმოსავლეთ საზღვარზე აზერბაიჯანული მხარის “შემოჭრას”.

“ეს გადაწყვეტილება უკანასკნელი დღეების მოვლენების ანალიზის შედეგია”, – განაცხადა ფაშინიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი