ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს 10 წლით პატიმრობა შეუფარდეს

15 ნოემბერი, 2021 • 884
აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს 10 წლით პატიმრობა შეუფარდეს

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, პარტია სახალხო ფრონტის წევრი აგილ გუმბატოვი ბაქოს სასამართლომ ხულიგნობის მუხლით გაასამართლა და 10 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას გუმბატოვის ადვოკატზე დაყრნობით გამოცემა “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

ალი გუბატოვი 11 აგვისტოს თანასოფლელის დანით დაჭრის ბრალდებით დააკავეს. მისი ადვოკატის განცხადებით, ოპოზიციონერმა აღიარებით ჩვენებას ხელი მოაწერა პოლიციის მიერ მისი ცემის შემდეგ, თუმცა მალევე განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა აღიარებით ჩვენებას, რადგან ჩვენება წამების დროს მისცა.

აგილ გუმბატოვი სისხლის სამართლის 126.4-ე მუხლით გაასამართლეს [ჯანმრთელობისთვის განზრახ ზიანის მიყენება], რომელიც 12 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. აზერბაიჯანელი უფლებადამცველები გუმბატოვს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა,  მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი