ახალი ამბები

ბოლო 24 საათში კორონავირუსს 82 ადამიანი ემსხვერპლა

15 ნოემბერი, 2021 •
ბოლო 24 საათში კორონავირუსს 82 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 82 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა კორონავირუსის 1820 ახალი შემთხვევა.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 6 017 ადამიანი და ჩატარდა, 20 166 ტესტირება. როგორც წესი, შაბათ-კვირას ნაკლები ტესტი ტარდება, ვიდრე სამუშაო დღეებში.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.97% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.52%.

საქართველოში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 785 911 შემთხვევა, რომელთაგან 722 399 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 057 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი