ახალი ამბები

გარდაიცვალა 77 ადამინი, გამოვლინდა კორონავირუსის ახალი 4445 შემთხვევა – 12 ნოემბერი

12 ნოემბერი, 2021 •
გარდაიცვალა 77 ადამინი, გამოვლინდა კორონავირუსის ახალი 4445 შემთხვევა – 12 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 77 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 508 ადამიანი, ჩატარდა 50 782 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,75%-ია, ბოლო 14 დღის – 10,02%, ხოლო ბოლო 7 დღის – 10,06%.

ახალი 4 445 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 704
  • აჭარა – 124
  • იმერეთი – 868
  • ქვემო ქართლი – 321
  • შიდა ქართლი – 431
  • გურია – 91
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 283
  • კახეთი – 314
  • მცხეთა – მთიანეთი – 115
  • სამცხე-ჯავახეთი – 148
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46

საქართველოში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 775 826 შემთხვევა, რომელთაგან 708 820 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 816 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი