ახალი ამბები

სააკაშვილი ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

11 ნოემბერი, 2021 • 1334
სააკაშვილი ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყევტისკენ მოუწოდებს.

„როგორც კი გადამიყვანენ სათანადო (სამედიცინო) დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ.

აქვე მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხრუვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყონებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი“, – წერია წერილში, რომელიც სააკაშვილმა მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას საპყრობილიდან გამოატანა.

ელენე ხოშტარია მე-9 დღეა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შიმშილობს.

ამავე თემაზე

სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა შიმშილობის შესაწყვეტად, ოღონდ, ერთი პირობით

მასალების გადაბეჭდვის წესი