ახალი ამბები

კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს — დეგნანი ომბუდსმენზე

9 ნოემბერი, 2021 • 1845
კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს — დეგნანი ომბუდსმენზე

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში და კრიტიკის ნაცვლად შექებას იმსახურებს.

მან ამის შესახებ ბათუმში, ამერიკული სამხედრო ხომალდების დახვედრის ცერემონიალზე განაცხადა.

„სახალხო დამცველის აპარატი, სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის არის ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი ყველა საზოგადოებაში, მათ შორის, საქართველოშიც.

მე მქონდა პატივი შევხვდედროდი სახალხო დამცველის აპარატის ადგილობრივ წარმომადგენლებს, სადაც ვისაუბრეთ მათ ზოგიერთ საქმიანობაზე აჭარაში, როგორიცაა ბავშვთა შრომა, ოჯახური ძალადობა და სხვა.

მე მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერ დემოკრატიაში და საქართველოში ის დაკომპლექტებულია პროფესიონალებით.

ისინი არ უნდა იყვნენ გაკრიტიკებული, არამედ იმსახურებენ ქებას“, — განაცხადა კელი დეგნანამა.

დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და ნაციონალურ მოძრაობას ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ.

„ნინო ლომჯარიაც აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა ნაციონალური მოძრაობისთვის, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი