ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი გაეროს სთხოვს ბედიის ტაძრის რესტავრაციის საქმეში დახმარებას

9 ნოემბერი, 2021 •
სოხუმი გაეროს სთხოვს ბედიის ტაძრის რესტავრაციის საქმეში დახმარებას

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმში შეხვდა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კოორდინატორს საბინე მახლის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მრჩეველს საველე საკითხებში, მარია ვოლოშკევიჩს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ასევე, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა და საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა.

შეხვედრაზე, მედიის ცნობით, ბჟანიამ თხოვნით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს, დახმარება გაუწიონ აფხაზეთს ბედიის ტაძრის რესტავრაციის საკითხში.

ასევე, შეხვედრაზე, როგორც აფხაზური მედია წერს, ბჟანიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სააგენტოებს აფხაზეთისთვის აქამდე გაწეული დახმარებისთვის და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აფხაზური მხარის ცნობით, 2020 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და გაეროს სააგენტოებმა აფხაზეთს 1.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გაუწიეს კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით. გარდა ამისა, 11.5 მილიონი აშშ დოლარი სხვა პროექტებისთვის, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სოციალური დაცვის კუთხით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი