ახალი ამბები

ტიმოშენკო ამომრჩევლებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს

8 თებერვალი, 2010 •
ტიმოშენკო ამომრჩევლებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტენების 86.14 პროცენტის დამუშავების შემდეგ, “რეგიონების პარტიის” ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩსა და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შორის  სხვაობა 2.76 პროცენტს შეადგენს. 

ხმათა 48.55 პროცენტი მიიღო, ხოლო ტიმოშენკომ – 45.79 პროცენტი. ყველას წინააღმდეგ ამომრჩევლების 4.46 პროცენტმა მისცა ხმა.

  ’’ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ გამარჯვებამდე. მე მთელი უკრაინა შემოვიარე და ვნახე ხალხის თვალები, რომლებსაც აღარ სურთ ასე ცხოვრება. ისინი ცვლილებებს ითხოვენ. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა”,,-განაცხადა იანუკოვიჩმა ეგზიტ-პოლების პირველი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ამომრჩევლებს საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტიმოშენკომ ეგზიტ-პოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  ”მოგიწოდებთ, დაიცვათ თქვენი ყოველი ხმა. ეგზიტ-პოლების მონაცემები ხომ მხოლოდ სოციოლოგიაა. არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე რომელიმე კანდიდატის გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია. ყველას, ვინც ხმა მისცა დემოკრატიას, მადლობას გიხდით~, – აღნიშნა ტიმოშენკომ.

უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ვიქტორ იანუკოვიჩის 3 ათასამდე მომხრეა შეკრებილი.

 დღეს საღამოსვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იანუკოვიჩის მხარდამჭერი კონცერტის გამართვა იგეგმება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი