ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 21 477 ტესტით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 10.2% შეადგინა.

ჩატარებულ ტესტებს შორის 13 204 კვლევა ანტიგენის ტესტით, ხოლო 8 273 PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 755 046-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.41%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 10 509 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი -1 017;
  • აჭარა – 89;
  • იმერეთი – 362;
  • ქვემო ქართლი – 146;
  • შიდა ქართლი – 8;,
  • გურია – 58;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140;
  • კახეთი – 162;
  • მცხეთა-მთიანეთი – 64;
  • სამცხე-ჯავახეთი – 52;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 382, საიდანაც 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

  • თბილისის საავადმყოფოებში – 2 677;
  • აჭარაში – 587;
  • იმერეთში – 1 475.

ამ ეტაპზე მძიმეა 1 678 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის:

  • თბილისში – 638;
  • აჭარაში – 129;
  • იმერეთში – 512.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი, მათგან:

  • თბილისში – 202;
  • აჭარაში – 38;
  • იმერეთში – 30.

1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 – თბილისში, 262 – აჭარაში. 43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.