ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4104 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრი(NCDC) ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავორუსით გარდაიცვალა კიდევ 67 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 4627 პირი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 115 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 989 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.45%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 635,
- აჭარა – 168,
- იმერეთი – 766,
- ქვემო ქართლი – 283,
- შიდა ქართლი – 246,
- გურია – 110,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322,
- კახეთი – 420,
- მცხეთა-მთიანეთი – 59,
- სამცხე-ჯავახეთი – 80,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 613.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 752 855-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 435 პირი ემსხვერპლა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 688 781-მდე.