ახალი ამბები

კოვიდის გამო, დისტანციურ რეჟიმზეა 172 სკოლა და 408 კლასი

6 ნოემბერი, 2021 • 1355
კოვიდის გამო, დისტანციურ რეჟიმზეა 172 სკოლა და  408 კლასი

კორონავირუსის გავრცელების გამო, დღეის მონაცემებით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და 408 კლასი. ასევე, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196
მასწავლებელი.

განათლების სამინისტროს ცნობით, გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს. უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%.

ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრიდან განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი