ახალი ამბები

ბინების ძარცვისთვის ბარსელონაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს – შსს

5 ნოემბერი, 2021 • 779
ბინების ძარცვისთვის ბარსელონაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ესპანური და ქართული მხარეების ერთობლივი მოქმედებების შედეგად, ბარსელონაში ბინების ძარცვისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისთვის დააკავეს საქართველოს 8 და რუსეთის 1 მოქალაქე.

„მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, სახელწოდებით – „ბანუს“. სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს კატალონიის ავტონომიური პოლიციის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დანაყოფის, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს თანამშრომლობით დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით განხორციელებული ერთწლიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები“ ,— აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე და 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობას, ასევე, კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი