ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არავინ ეხმარება” – გალში გაუსაძლის პირობებში მცხოვრები 80 წლის ქალის შესახებ

5 ნოემბერი, 2021 • 3316
“არავინ ეხმარება” – გალში გაუსაძლის პირობებში მცხოვრები 80 წლის ქალის შესახებ

“არც ქართული და არც აფხაზური მხარისგან ეს ბედის ანაბარა დარჩენილი ბებო არაფერს იღებს”, – წერს საქველმოქმედო ჯგუფის “შენთან ვარ” დამფუძნებელი სალომე სამუშია გალში მცხოვრებ 80 წლის ქალის შესახებ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ქალის გადასარჩენად დახმარებას სთხოვს.

სალომე სამუშია ნეტგაზეთს უყვება, რომ 80 წლის ქალი გალში, სოფელ საბერიოში, სულ მარტო ცხოვრობს და სიარული არ შეუძლია.

“ორივე ბიჭი ომში დაეღუპა. შეძლებისდაგვარად, მეზობლები ზრუნავენ მასზე. გაუსაძლის ცხოვრებას და პირობებს უძლებს. ყველა მხრიდან სიცივე შედის სახლში, არც ღუმელი აქვს და არც შეშა. მეზობლების ორგანიზებით შესაძლებელია, რომ მასალა ზუგდიდიდან გავაგზავნოთ და ენგურზე გადაიტანონ და გაუმყარონ ერთი ოთახი ისე, რომ თბილოდეს. ამისთვის კი დაახლოებით 1000 ლარია საჭირო. ასევე, ვფიქრობთ, რომ თუ ზამთარში აფხაზური მხარე ხიდს ჩაკეტავს, საკვების მარაგი, მედიკამენტები და პამპერსებიც შევუძინოთ”, – ამბობს სალომე სამუშია.

გალში მცხოვრები ქალის დახმარების სურვილის შემთხვევაში, დანიშნულებაში მიუთითეთ: #ნელიკობებო

თბს-მიმღები სალომე სამუშია

საქ- მიმღები სალომე სამუშია
ფეიფალი : salosalosamushia@gmail.com
საერთაშორისო გზავნილები
Salome Samushia

მასალების გადაბეჭდვის წესი