ახალი ამბები

კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა და 62 გარდაცვლილი — 5 ნოემბერი

5 ნოემბერი, 2021 •
კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა და 62 გარდაცვლილი — 5 ნოემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 62 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 10 300 პირი ემსხვერპლა.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 301 ტესტი, მათ შორის, 32 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 757- PCR ტესტით. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 9.66% შეადგინა, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 681 919-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხევდით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 1 956 შემთხვევა,
  • აჭარა – 217,
  • იმერეთი – 1 059,
  • ქვემო ქართლი – 413,
  • შიდა ქართლი – 446,
  • გურია – 130,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328,
  • კახეთი – 492,
  • მცხეთა-მთიანეთი – 109,
  • სამცხე-ჯავახეთი – 119,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 266-ია, საიდანაც 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. თვითიზოლაციაში იმყოფება 42 434 ადამიანი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი