ახალი ამბები

6 ნოემბერს, 6 საათზე ეცდებიან 6 ათასი კაცი შეკრიბონ, მათი კოდი გაშიფრეს – კობახიძე

5 ნოემბერი, 2021 • 4246
6 ნოემბერს, 6 საათზე ეცდებიან 6 ათასი კაცი შეკრიბონ, მათი კოდი გაშიფრეს – კობახიძე

„6 ნოემბერს, 6 საათზე ეცდებიან, 6 ათასი კაცი შეკრიბონ, მათი კოდი გაშიფრეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

„ეს არის მათი რეალური სახე. შეეცდებიან რაღაცების გაკეთებას, მაგრამ ყველა ხედავს, რომ არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების და არც არაფრის“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას.

„ძალიან მალე გადავერთვებით საერთოდ სხვა დღის წესრიგზე და ამ პოლიტიკური ძალის ხსენება აღარ იქნება ჩვენი მხრიდან, რადგან მათი ხსენებაც კი დამაზიანებელია ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი